---
title: "მუხლი 11³. ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/11-3"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "11^3"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11³. ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 11³ (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/11-3

1. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად მიიჩნევა ეკონომიკური აგენტის ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და ლახავს კონკურენტისა და მომხმარებლის ინტერესებს, მაგალითად: ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს; ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ მხარის შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება; გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე, პროდუქციაზე, სამეწარმეო საქმიანობასა და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი წარმოდგენის შექმნა), მისი უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია; დ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება; ე) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება; ვ) შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის ან გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მოსყიდვა, რათა მან დამქირავებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს ან უგულებელყოს მომხმარებლის ინტერესები; ზ) ბოიკოტისკენ მოწოდება. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ. თავი III. სახელმწიფო დახმარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/11-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/12.md
