---
title: "მუხლი 17¹. სააგენტოს თავმჯდომარე — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/17-1"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. სააგენტოს თავმჯდომარე — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/17-1

1. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს).

5. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; გ) აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; დ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

6. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/17-2.md
