---
title: "მუხლი 22. განცხადების ან/და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/22"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "22"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. განცხადების ან/და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/22

1. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა. სააგენტო მისთვის წარდგენილ კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.

2. სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/23.md
