---
title: "მუხლი 28. უფლებამოსილი სასამართლო — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/28"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "28"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. უფლებამოსილი სასამართლო — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/28

1. პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე.

2. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

3. მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება არის ამ კანონის დარღვევისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/29.md
