---
title: "მუხლი 32. სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/32"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "32"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/32

1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით.

2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 3 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/33.md
