---
title: "მუხლი 6. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/6"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "6"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/6

1. ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.

2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები: ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა; გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/7.md
