---
title: "მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/8"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "8"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/8

1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/9.md
