---
title: "მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/3"
law: "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1661572"
adopted: "2012-05-15"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/3

1. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზ­ღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა) რაციონალური სარგებლობა, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.

4. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5957 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/4.md
