---
title: "მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი — მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/6"
law: "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1661572"
adopted: "2012-05-15"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი — მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/6

1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატუ­რაში გამიჯვნა და საბოლოო დაზუსტება) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

2. მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) ამოქმედებამდე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5957 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1661572-machakhelas-erovnuli-parkis-shesakheb/7.md
