---
title: "მუხლი 4. ინვესტორის ვალდებულებები — ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1661611-olimpiuri-modzraobis-khelshewqobis-shesakheb/4"
law: "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ"
article: "4"
identifier: "6175-რს"
adopted: "2012-05-15"
consolidated_as_of: "2025-11-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ინვესტორის ვალდებულებები — ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-11-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1661611-olimpiuri-modzraobis-khelshewqobis-shesakheb/4

ინვესტორი ვალდებულია : ა) საქმიანობა წარმართოს საქართველო ს კანონმდებლობის შესაბამისად ; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ააშენოს ოლიმპიური სოფელი და ოლიმპიადის ( მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობები; გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტები ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში უსასყიდლო სარგებლობისათვის გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორგანოს; დ) შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1661611-olimpiuri-modzraobis-khelshewqobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1661611-olimpiuri-modzraobis-khelshewqobis-shesakheb/5.md
