---
title: "მუხლი 12. გარდამავალი დებულებები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/12"
law: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1666869"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2021-03-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გარდამავალი დებულებები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2021-03-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2021-03-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/12

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი.

4. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №654 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/13.md
