---
title: "მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/6"
law: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1666869"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2021-03-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2021-03-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2021-03-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/6

1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.

2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/7.md
