---
title: "მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/7"
law: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1666869"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2021-03-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2021-03-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2021-03-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/7

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში.

2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/8.md
