---
title: "მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/8"
law: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1666869"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2021-03-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2021-03-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2021-03-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/8

1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს  სტრუქტურული ქვედანაყოფების ა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით .

2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განი­საზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .

3. (ამოღებულია - 27.04.2016, №5035) .

4. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ შეიძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/9.md
