---
title: "მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/9"
law: "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1666869"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2021-03-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2021-03-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2021-03-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/9

1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით.

2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურები დან მიღებული შემოსავალი; დ) კრედიტები და გრანტები; ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1666869-sakhelmwipo-servisebis-ganvitarebis-saagentos-shesakheb/10.md
