---
title: "მუხლი 11. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/11"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "11"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/11

1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი პოპულარიზაცია და რეკლამა − ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და მათი შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის , ინტერნეტის , გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა გულისხმობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ნივთიერების გამოყენების პროპაგანდა.

3. აკრძალულია:
ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების რეკლამა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების მოსახლეობისათვის რეკლამის მიზნით დარიგება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/12.md
