---
title: "მუხლი 15. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათა აკრძალვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/15"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "15"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვის ცალკეულ სახეობათა აკრძალვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/15

1. გარდა სასწავლო , სამეცნიერო - კვლევით , საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობ აში გამოყენებისა , საქართველოში აკრძალულია :
ა ) I სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ბრუნვა ;
ბ ) I და II სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შექმნა ;
გ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება - გადამუშავება .

2. აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილით ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა ) , აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.

3. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების :
ა ) შემოტანა მიწერითი საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით ;
ბ ) გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის / საბაჟო ტერმინალის მისამართით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მიწერითი საბაჟო საწყობი / საბაჟო ტერმინალი ;
გ ) ტრანზიტი ;
დ ) რეექსპორტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ;
ე ) წარმოება ;
ვ ) გადაგზავნა .

4. აკრძალულია აგრეთვე :
ა ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია , რომელსაც არა აქვს ჩატარებული სერიული კონტროლი ( სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სერიულ კონტროლს უზრუნველყოფს იმპორტიორი );
ბ ) პირის მიერ ინტერნეტაფთიაქის მეშვეობით სიებში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა შეძენა ან / და რეალიზაცია ;
გ ) II სიაში შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ;
დ ) ფარმაცევტული სუბსტანციის ფიზიკურ პირზე გაცემა - რეალიზაცია ;
ე ) ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის, ნარკომანიით დაავადებული პირის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მომხმარებლის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა ;
ვ ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა , მოყვანა და კულტივირება .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/16.md
