---
title: "მუხლი 20. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლ ეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/20"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "20"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლ ეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/20

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .

2. ნებართვას არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული იმ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება, რომელიც სამედიცინო მომსახურების ნაწილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/21.md
