---
title: "მუხლი 27. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაზიდვა ( გადატანა ) — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/27"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "27"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაზიდვა ( გადატანა ) — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/27

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გადაზიდვის ( გადატანის ) უფლება აქვ ს ამ ნივთიერებების ბრუნვაზე უფლებამოსილ იურიდიულ პირს მათი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად .

2. იურიდიული პირის მიერ II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით .

3. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი გადაიტანოს მისი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/28.md
