---
title: "მუხლი 31. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალური ბლანკის შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/31"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "31"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალური ბლანკის შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/31

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტების (მათ შორის, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში) ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს, რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.

5. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნებადართულია საქართველოში დაურეგისტრირებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/32.md
