---
title: "მუხლი 33. პროფესიებსა და საქმიანობებზე დადგენილი შეზღუდვები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/33"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "33"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. პროფესიებსა და საქმიანობებზე დადგენილი შეზღუდვები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/33

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის , მორალური ფასეულობების , ადამიანის უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მომხმარებელთა მიმართ საქართველოში დადგენილია შეზღუდვა ცალკეულ პროფესიებსა და საქმიანობებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხას ამტკიცებს და ნარკოლოგიური შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი საქმიანობ ების განმახორციელებელთათვის და პროფესიების წარმომადგენელთათვის I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე სავალდებულოა პერიოდული შემოწმება . აღნიშნული პროფესიების მუშაკებისათვის I და II სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია , გარდა იმ შემთხვევისა , როცა პირი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტს სამკურნალო მიზნით , შესაბამისი უფლების მქონე ექიმის დანიშნულებით მოიხმარს და არსებობს ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია .
თავი VI. ნარკოლოგიური დახმარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/34.md
