---
title: "მუხლი 35. ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/35"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "35"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/35

ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ახორციელებს I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლისა და ნარკომანიით დაავადებული პირის ნარკოლოგიურ და სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას. ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას მიეკუთვნება სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამ მომსახურებას აწვდის სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ პირობებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/36.md
