---
title: "მუხლი 37. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/37"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "37"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/37

1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.

2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ საბუთის საფუძველზე აღნიშნულ პირს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პირის იდენტიფიცირება დასაშვებია აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1153 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/38.md
