---
title: "მუხლი 5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კონტროლის რეჟიმი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/5"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "5"
identifier: "6245-Iს"
adopted: "2012-05-22"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კონტროლის რეჟიმი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/5

1. I სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.

2. II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება.

3. IV სიის №1 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი ექვემდებარება კონტროლის უფრო მკაცრ რეჟიმს, ვიდრე IV სიის №2 ცხრილში შეტანილი პრეკურსორი.

4. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ლეგალური ბრუნვის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნუსხაში შემავალ სამკურნალო საშუალებებზე, მათ შორის, პრეპარატებზე, ვრცელდება სიებში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.

5. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმ სიაში გადატანა, რომელზედაც დაწესებულია ნაკლებად მკაცრი კონტროლი, ვიდრე ეს საერთაშორისო მოთხოვნებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2043 – ვებგვერდი, 12.03.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1670322-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/6.md
