---
title: "მუხლი 10. ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/10"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "10"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/10

1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით; ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების  განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/11.md
