---
title: "მუხლი 12. შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/12"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "12"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. შესაბამისი კანონმდებლობის განსაზღვრა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/12

1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. უცხოური სისტემის მონაწილე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მოქმედი იურიდიული პირის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი უცხოური კანონმდებლობით, რომლითაც ეს სისტემა ფუნქციონირებს. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. თავი IV. საგადახდო მომსახურება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/13.md
