---
title: "მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/14"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "14"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გამონაკლისები ამ თავის მოქმედებიდან — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/14

1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; ბ) უცხოურ ცენტრალურ ბანკზე და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; გ) საერთაშორისოდ აღიარებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.

3. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებისა და მე-17 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების საკითხს. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/15.md
