---
title: "მუხლი 21. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/21"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "21"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/21

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები.

2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის: ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით; ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები; გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის თანხმობის მიცემის შემდგომ; დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება; ე) 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/20-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/22.md
