---
title: "მუხლი 31². პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/31-2"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "31^2"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31². პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 31² (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/31-2

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება გადამხდელის მიერ ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა. პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს მომხმარებლის დადებეტებული საგადახდო ანგარიში (მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის ჩათვლით) იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო.

2. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ საგადახდო დავალება გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებულ იქნა ამ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად. მას აგრეთვე ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი იყო და რომ მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს გავლენა არ მოუხდენია ოპერაციის შეუსრულებლობაზე, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებაზე.

3. თუ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის, ის ვალდებულია ამ კანონის 33 3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ანაზღაურებული თანხა, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/31-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/32.md
