---
title: "მუხლი 33³. მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/33-3"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "33^3"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33³. მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 33³ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/33-3

1. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31 1 მუხლის მე-7 პუნქტის, 31 2 მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის პროცენტი უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის იდენტური ან მასზე მეტი, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.

2. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 31-ე, 31 1 , 31 2 და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოწვეულია გადახდის ოპერაციის განხორციელების პროცესში მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის/პროვაიდერების და სხვა შუამავალი პირების ქმედებით, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირებს, ხოლო ეს პირები ვალდებული არიან აუნაზღაურონ მას შესაბამისი თანხა ან/და შესაბამისი ზიანი, რომელიც პროვაიდერმა გადაიხადა იმავე მუხლებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რომელიმე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა, სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება გათვალისწინებული იყოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/33-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/34.md
