---
title: "მუხლი 41⁵. საჩივრის წარდგენა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-5"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "41^5"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41⁵. საჩივრის წარდგენა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 41⁵ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-5

1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს კომისიას ამ კანონის 41 2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში.

2. საჩივარი კომისიას შეიძლება წარედგინოს წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით. საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და წარსადგენი სხვა დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-6.md
