---
title: "მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/44"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "44"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ წარსადგენი ინფორმაცია — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/44

1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვანი სისტემის/საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს, აგრეთვე მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეს მოსთხოვოს ანგარიშსწორების ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნა.

4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1897). საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/43-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/45.md
