---
title: "მუხლი 45. შემოწმება — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/45"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "45"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. შემოწმება — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/45

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ან/და მის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მას უფლება აქვს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საქმისწარმოების დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ადგილზე ან/და დისტანციურად შეამოწმოს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის სისტემაში დაშვებისა და მონაწილეობის სისტემის წესებთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/46.md
