---
title: "მუხლი 7. ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/7"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "7"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/7

1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ.

3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/8.md
