---
title: "მუხლი 17 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "17"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17

1. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

2. მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/18.md
