---
title: "მუხლი 20 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "20"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20

არასრულწლოვანის (გარდა მცირეწლოვანისა) ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ: ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო ლიცენზიის მქონე ორი ექიმი; ბ) ძვლის ტვინის გადანერგვა განკუთვნილია პირველი ან მეორე რიგის ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება; გ) არასრულწლოვანის განწყობა იძლევა სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას; დ) მიღებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადასტურებული მშობლების (მშობლის) ან მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/21.md
