---
title: "მუხლი 22 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/22"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "22"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/22

ამ კანონის 21-ე მუხლში მოცემული განმარტებები პოტენციურ ცოცხალ დონორს უნდა მისცეს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმმა სხვა ექიმის თანდასწრებით, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოების აღებასა და გადანერგვაში და, ამავე დროს, სამსახურებრივად არ ექვემდებარება ორგანოთა გადანერგვაში მონაწილე ექიმს. დონორისათვის მიცემული განმარტებები და მისი ინფორმირებული თანხმობა უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. დონორს უფლება აქვს შეცვალოს გადაწყვეტილება. თავი VI. ორგანოს გადანერგვის ან მკურნალობის მიზნით მისი გამოყენების ორგანიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/23.md
