---
title: "მუხლი 33 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/33"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "33"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-09-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-09-01.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/33

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება: ა) შესაბამისი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას; ბ) დადგენილი წესით მონაწილეობს პოტენციური დონორებისა და პოტენციური რეციპიენტების რეგისტრაციაში, აგრეთვე ორგანოთა გაცემაზე უარის განმცხადებელი პირების სიის წარმოებაში; გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პოტენციური რეციპიენტის მეთვალყურე სამედიცინო დაწესებულებასთან ან მკურნალ ექიმთან და ორგანოთა გადანერგვის მართვის დაწესებულებებთან; დ) დადგენილი წესით აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებშიც აუცილებლად ფიქსირდება გადანერგილი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი (შიფრი); ე) უზრუნველყოფს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაცვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/34.md
