---
title: "მუხლი 40 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/40"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "40"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/40

1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოს შემოტანა, რომლის აღება, დამუშავება და ვარგისობის დადასტურება მოხდა შესაბამისი ქვეყნის კანონების მოთხოვნათა დაცვით, რაც უნდა აისახოს თანმხლებ დოკუმენტებში.

2. საქართველოში ორგანოს შემოტანის უფლება აქვს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ორგანოთა შემოტანა დაუბრკოლებლად ხდება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულების სპეციალური განაცხადის და ორგანოს თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე.

4. ადამიანის იმპორტირებული ორგანოების გამოყენებაზე საერთო ზედამხედველობას აწარმოებს სამინისტრო. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/41.md
