---
title: "მუხლი 51 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/51"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "51"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/51

თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს აღების, ტესტირების და შენახვის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 20 წელი. დოკუმენტაცია დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ამ ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა. თავი XII. ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/52.md
