---
title: "მუხლი 57 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/57"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "57"
identifier: "160"
adopted: "2000-02-23"
consolidated_as_of: "2024-12-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57 — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2024-12-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/57

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; ბ) (ამოღებულია - 20.09.2013, №1242); გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები: გ.ა) „ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“; გ.ბ) „დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“; გ.გ) „ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“; გ.დ) ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, საინფორმაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ; გ.ე) „ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმების, დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ"; გ.ვ) „ორგანოთა განადგურების წესის შესახებ“; დ) საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის შესახებ “.

1¹. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არა უგვიანეს 2003 წლის 1 მარტისა მიიღოს ბრძანება „ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ“.

1². 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1242 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2000 წლის 23 თებერვალი. №160–IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16780-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/56.md
