---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679355-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1679355"
adopted: "2012-06-05"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679355-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.

421) 96 1 მუხლით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2012 წლის 1 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი , რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 70 000 ქულაზე; ბ) სახდელდადებული ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი) ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის მშობელი; გ) აბონენტი, რომლის მისამართზე 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულია ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი).

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1679355-administratsiuli-sakhdelisagan-gantavisuplebis-shesakheb/2.md
