---
title: "მუხლი 10¹⁷. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-17"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "10^17"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹⁷. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 10¹⁷ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-17

მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების ფარგლებში ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალიდან ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-2.md
