---
title: "მუხლი 10². კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-2"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "10^2"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-2

1. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. (ამოღებულია - 10.06.2021, №632).

3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები.

5. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კიბერუსაფრთხოების სფეროში თავდაცვის პოლიტიკის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

6. კიბერუსაფრთხოების ბიუროს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-3.md
