---
title: "მუხლი 10⁸. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა, შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-8"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "10^8"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10⁸. კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა, შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 10⁸ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-8

1. პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-9.md
