---
title: "მუხლი 11. გარდამავალი დებულებები — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/11"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "11"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. გარდამავალი დებულებები — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/11

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისათვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“; გ) ბრძანება „ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესების შესახებ“; დ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; ე) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურებისა და ავტორიზაციის საფასურის შესახებ“; ვ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“; ზ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“.

3. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №157 ბრძანებულება „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

6. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის შესახებ“; ბ) ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; გ) ბრძანება „ინფორმაციული აქტივების მართვის წესების შესახებ“. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1250 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/12.md
