---
title: "მუხლი 6¹. ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/6-1"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "6^1"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/6-1

1. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლება აქვს ორგანიზაციას, რომელსაც ციფრული მმართველობის სააგენტოში ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის საფასური დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ან/და პენეტრაციის ტესტი შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად გავლილი აქვს უსაფრთხოებაზე შემოწმება.

3. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება გაიაროს ორგანიზაციამ: ა) რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებს; ბ) რომლის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.

4. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ან/და პენეტრაციის ტესტი კომერციული ბანკის შერჩევით შეიძლება ჩაატარონ აგრეთვე კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებულმა ორგანიზაციებმა, რომელთა სიას კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარუდგენს ეროვნული ბანკი. ციფრული მმართველობის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანიზაციების ავტორიზაციას კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებული ორგანიზაციების დამატებით სიაში რეგისტრაციით. კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებული ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე თანამშრომლების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უსაფრთხოებაზე შემოწმების მიზნით შემოწმების პროცესის ინიციირებას მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის დაწყებამდე აღნიშნული კომერციული ბანკის შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს აგრეთვე ამ კომერციული ბანკისთვის უსაფრთხოებაზე შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
