---
title: "მუხლი 100. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/100"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "100"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 100 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/100

1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა.

2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მომხსენებელს და იგი დაეთანხმება ასეთი ცვლილების განხორციელებას.

3. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონს, ხარჯები დაიფარება წინა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101.md
