---
title: "მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "101"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 101 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 98-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიღებისთანავე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის კომიტეტებში და ფრაქციებში  განხილვის გრაფიკს.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის თაობაზე დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კანონპროექტს განიხილავენ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები და თავიანთ დასკვნებს უგზავნიან უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოდგენილ დასკვნებს თავის დასკვნასთან ერთად და შენიშვნების ფურცელს, კომიტეტის სხდომიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უგზავნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. შენიშვნების ფურცელში ასახული უნდა იყოს, თუ რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინება  მომხსენებლის მიერ შესაძლებელია, რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/102.md
