---
title: "მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/107"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "107"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-07-08"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-07-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 107 (consolidated as of 2026-07-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/107

1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი  უნდა  შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.

3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.

4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 5 დღით.  კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წევრი.

5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.

6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/108.md
